fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo
Phone Icon შეუკვეთეთ ზარი
შეუკვეთეთ ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
Phone Icon +995 322 602 602
დაგვიკავშირდით
ქარ ENG РУС
Camera Icon

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

07/05/2019 _ ინტერიერი

არქის გამორჩეული პროექტები

არქი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2006 წელს დაარსდა. არქი კომპანიის ანგარიშზე 19 დასრულებული პროექტია, 16-ის მშენებლობა ჯერ კიდევ პროცესშია. თბილისს გარდა, არქი 1 საცხოვრებელ კორპუსს ბათუმშიც გთავაზობთ. პროექტების რაოდენობით ჩვენ ლიდერი დეველოპერული კომპანია ვართ.  შეიძლება ითქვას, რომ სახლის ყიდვის დროს, ადამიანები, პირველ რიგში, ყურადღებას უბანს აქცევენ ხოლმე.  არქი, ამ შემთხვევაში, თავის მაცხოვრებლებს ბინებს თითქმის ყველა უბანში სთავაზობს.

 

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პრემიუმ კლასის პროექტი არქი თაუერია, რომელიც თბილისში, ქალაქის ცენტრში მდებარეობს.  მისი ჯამური ღირებულება 35 მილიონ დოლარს შეადგენს. 23-სართულიანი არქი თაუერი 4 ლიფტით არის აღჭურვილი. საცხოვრებელი ბინების გარდა, კომპლექსის 1-ლ და მე-2 სართულზე მაღალი დონის სავაჭრო ცენტრია მოწყობილი, რომელიც სუპერმარკეტს, სწრაფი კვების ობიექტებს და ცნობილი ბრენდების მაღაზიებს აერთიანებს. ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე კომპლექსის ფანჯრებიდან კი კუს ტბის და ვაკის პარკის ულამაზესი ხედები იშლება.

 

 

თავისი დახვეწილი და თანამედროვე დიზაინით არქი ფალიაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული 10-სართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლია, რომლის პირველი სართული კომერციულ ფართს და ავტოსადგომს ეთმობა. როგორც ამბობენ, ჩვენი სახლი ჩვენივე პიროვნების სარკეაო. არქი ფალიაშვილის მყუდრო და ესთეტიკური ვიზუალის ბინები კი თქვენი განწყობისა და პიროვნებისთვის ნამდვილად დიდი ბენეფიტის მომტანი შეიძლება იყოს.

 

ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება თქვენი სახლიდან იწყება, იმ უბნიდან და ქუჩიდან, სადაც თქვენ ცხოვრობთ. სწორედ ხარისხის, ტრადიციების და თანამედროვე არქიტექტურის ნაზავია არქი წინამძღვრიშვილზე, რომელიც სრულყოფილი ვიზუალით თავს ნებისმიერ მნახველს დაამახსოვრებინებს. ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი დეკორი და სტილი კი ამ  4-სართულიან, სალონური ტიპის სახლს, ყველა სხვა დანარჩენისგან გამოარჩევს.

 

 

ბაგები თბილისში ერთ-ერთი ყველაზე გამწვანებული, მშვიდი და სუფთა ადგილია.  აქ ცხოვრება მრავალი ადამიანის ოცნებაა. არქი ბაგები სწორედ იმისთვის აშენდა, რომ მობინადრეებს ეს ოცნება მყუდრო უბანში აესრულებინათ. მიუხედავად იმისა, რომ 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლი წყნეთში მდებარეობს, ვაკის პარკიდან მხოლოდ 10 წუთის ფეხით სავალი გაშორებთ. ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად არქი ბაგები ბავშვიანი ოჯახებისთვის მიიჩნევა, რადგან სკოლა პროექტთან ახლოს მდებარეობს.

 

არქი მთაწმინდის პროექტი შთამბეჭდავი არქიტექტურით გამოირჩევა: გარე ფასადი ხის პანელით და ბაზალტით არის მოპირკეთებული. კედლებს დათბუნება აქვს, შენობას კი შუშის აივნები ამშვენებს, რომელიც მთლიან კონსტრუქციას ნატიფ საცხოვრებელ ფართად აქცევს. სახლი მამა დავითის ეკლესიასთან მდებარეობს.  ულამაზესი პანორამული ხედები, რომელიც ძველ თბილისსა და მტკვრის სანაპიროზე იშლება, თქვენთვის ინსპირაციის წყარო და სტრესის პრევენციის გარანტი გახდება. 

 

ვაჟა-ფშაველას მეტროსთან მდებარე არქი ნუცუბიძე გარემოსდაცვით გამოწვევებს სტანდარტების დაცვით პასუხობს. 7-სართულიან სალონურ შენობას განსხვავებული სართულების დაგეგმარება და პარკირების სისტემა აქვს. პროექტის საერთო ფართი 1900 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

 

მათ, ვისაც დატვირთული გრაფიკი და ცხოვრების ჩქარი ტემპი აქვთ, არქი ფიჭვებს გირჩევდით. ეს უკანასკნელი თამარაშვილზე მშენებარე პროექტია, რომელიც მომავალ მობინადრეებს პრემიუმ კარკასით ან შერჩეული რემონტის პაკეტით ჩაბარდება. 29-სართულიანი კომპლექსი 258 ბინას გააერთიანებს. არქი ფიჭვები თავის მაცხოვრებელს მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს - კომერციული და საცხოვრებელი ფართის გარდა, პროექტში განთავსდება ფიტნეს ცენტრი და თანამედროვე დიზანის ლობი, სადაც კონსიერჟი მოგემსახურებათ.

 

 

ქალაქ ბათუმში მდებარე არქი ბათუმის მშენებლობა 2018 წელს დასრულდა. ღია ფერებში გადაწყვეტილი ფასადი ზღვისპირეთის ესთეტიკას სრულად ირეკლავს. 12-სართულიანი საცხოვრებელი პროექტი სრულად დატვირთული და დახვეწილია, რომელიც თანაბრად ერწყმის როგორც ძველ, ასევე ახალ ბათუმს.

 

 

არქის საცხოვრებელ ბინებს რამდენიმე რამ აერთიანებთ: პირველ რიგში, ეს არის რეკრეაციული ზონების და საბავშვო-სპორტული მოედნების სიმრავლე. კომპანია გარემოს დაცვის საკითხებში აქტიურად არის ჩართული და ცდილობს მის მაცხოვრებლებსაც მყუდროება და სიმწვანე არ მოაკლოს. ასევე ჩვენ მშენებლობისას ეკოლოგიურად სუფთა მასალებს ვხმარობთ. გერმანული ბრენდის Ytong-ის ენერგოეფექტური, ცეცხლგამძლე ბლოკი კი, რომელიც ინარჩუნებს ტემპერატურას და ამცირებს ენერგიის ხარჯს 40%-ით, არქის თითოეულ პროექტში გამოიყენება. ეს უკანასკნელი გვხვდება (გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა): დიდ დიღომში, დიღმის მასივში, საბურთალოზე, ისანში, გლდანში, ვაზისუბანსა და მუხიანში.

 

გვახსოვდეს, რომ სახლი ის ადგილია, სადაც ჩვენ თავი უსაფრთხოდ და მყუდროდ უნდა ვიგრძნოთ, სადაც ოჯახი გვეყოლება და ბევრი სასიამოვნო მოგონება დაგვრჩება, ამიტომ, აუცილებელია მისი შერჩევის დროს არჩევანი საუკეთესოზე შევაჩეროთ.