fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

29/06/2020 _ ინტერიერი

ლობი, რეცეფცია - პირველი შთაბეჭდილება მომხმარებელზე

პირველი შთაბეჭდილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ოფისში შესვლისას მომხმარებელი პირველად რეცეფციასა და ლობის ტერიტორიას ამჩნევს. სტუმართმოყვარე, თბილი და მყუდრო სივრცე მომხმარებელს კომპანიაზე დადებით შთაბეჭდილებას უქმნის. არქი ფილარმონიის ოფისის რეცეფცია ისე არის მოწყობილი, რომ ის როგორც მომხმარებლების, ასევე მომსახურე პერსონალის მოთხოვნებსა და სურვილებზეა მორგებული. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე ჩვენეულ რჩევას, თუ როგორ უნდა მოაწყოთ ოფისის რეცეფცია. 

 

რეცეფციაში კომფორტული სკამების, სავარძლებისა თუ დივნების არსებობა მომხმარებლებისა და მომსახურე პერსონალისთვის თანაბრად აუცილებელია. არქიმ რეცეფციაში თანამედროვე, ფერადი დიზაინის ავეჯი განათავსა. გამორჩეული ვიზუალი და მასალა ინტერიერში მნიშვნელოვან კონცეფტს ქმნის. თბილი ფერები გარემოს სტუმართმოყვარეს და მეგობრულს ხდის. ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ მომხმარებლები მოსაცდელში დიდხანს არ ჩერდებიან, შესაბამისად, ავეჯი არც ძალიან მასიური ავარჩიეთ და არც - პირიქით. 

 

რეცეფციის მაგიდა სივრცის ცენტრალური ნაწილია. ჩვენი ხის მასალისგან დამზადებული მაგიდა არქის მომსახურე პერსონალს სწორედ იმ საჭირო სივრცეს აძლევს, რაც მათ პროდუქტიულად მუშაობაში ეხმარებათ. ამასთან ერთად, ჩვენ ოთახის პარამეტრებიც გავითვალისწინეთ, რათა რეცეფციის მაგიდა მათი პროპორციული ყოფილიყო. მაგიდაში ჩაშენებულია მრავალი უჯრა, რომელიც ორგანიზებულობას უზრუნველყოფს. ეს უკანასკნელი კი პროდუქტიულობის დონეს საგრძნობლად ზრდის.

 

არქის რეცეფცია მეგობრულ გარემოსთან ერთად ჩვენი ბრენდის იდენტობასაც სრულად გამოხატავს. ეს შედეგი ჩვენი მთავარი ფერის დომინირებით მივაღწიეთ. ლურჯი ფერი რეცეფციაში ოფიციალურ და პროფესიონალურ გარემოს ქმნის. ხის მატერიებს, მცენარეებსა და ფერად ავეჯს კი სივრცეში მეგობრული ატმოსფერო შემოაქვს.

 

რეცეფციის განათებისთვის ბუნებრივი სინათლეა რეკომენდებული. არქის ოფისი თბილისის ცენტრში, ფილარმონიის შენობის პირველ სართულზე მდებარეობს. ეს ადგილი საკმაოდ მზიანი და განათებულია. შემომავალი ბუნებრივი სინათლე თბილ და სტუმართმოყვარე ატმოსფეროს ქმნის. ბუნებრივ სინათლესთან ერთად, ჩვენს რეცეფციაში განათების სხვადასხვა ტიპია გამოყენებული.

 

ტექნოლოგია ჩვენს ცხორებას ამარტივებს, შესაბამისად, გასაკვირიც არაა, რომ ის ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. მიმღებში ტექნოლოგიების ჩართვა ურიგო იდეა არ არის და ის როგორც თანამშრომლებს, ასევე მომსახურე პერსონალს ხვადასხვა აქტივობას უმარტივებს. მაგალითად, არქის რეცეფციაში თაჩსქრინი შეგხვდებათ, სადაც მარტივად დაათვალიერებთ თქვენთვის სასურველ პროექტებსა და ბინებს.