არქი ფიქსის შესახებ
#სხვა
სახლში საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრა შრომატევად საქმეს წარმოადგენს. კარგი ხელოსნის მოძიება, სერვისის ღირებულებაზე შეთანხმება, საქმის ხარისხის შემოწმება ხშირად ზუსტად ისე არ სრულდება, როგორც მომხმარებელს აქვს ჩაფიქრებული. სწორედ ამიტომ შეიქმნა არქის ინოვაციური პროდუქტი -არქი ფიქსი, რომელიც საყოფაცხოვრებო პრობლემებთან დაკავშირებულ ყველა სერვისს აერთიანებს და ამ პროცესს მარტივს და კომფორტულს ხდის.
არქი ფიქსი დეველოპერული კომპანია არქის პროდუქტია, რომელიც კომპანიის მაცხოვრებლებს საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. არქი ფიქსი აერთიანებს შემდეგ სერვისებს: სანტექნიკა, ელექტროობა, კანალიზაცია, გათბობა/კონდიცირება, კარ-ფანჯარა და საკეტები, სარემონტო და სხვა უნივერსალური სამუშაოები.
არქი ფიქსი განკუთვნილია მხოლოდ იმ მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც არქის ბინებში ცხოვრობენ. სერვისი, თავისი მოსახერხებელი პირობებით, ნებისმიერი არქელის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს.
არქი ფიქსის პირველი და მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ის მხოლოდ არქელებისთვის არის განკუთვნილი. შესაბამისად, პროფესიონალმა და გამოცდილმა კადრმა, არქის ბინების ტექნიკური მახასიათებლების ცოდნის გათვალისწინებით, ზუსტად იცის, როგორ აღმოფხვრას პრობლემა.
აქედან გამომდინარე, არქი ფიქსში შეკვეთის გაფორმებაც გამარტივებული პროცესია. პროდუქტი მომხმარებლისთვის კვირაში 24/7-ზე არის ხელმისაწვდომი. თავად შეკვეთის გაფორმება ვებგვერდის საშუალებით ან ქოლცენტრის ნომერზე დარეკვით არის შესაძლებელი. ქოლცენტრში დარეკვის შემთხვევაში, ოპერატორი მომხმარებელს აწვდის სრულფასოვან, დეტალურ ინფორმაციას სერვისის ღირებულების შესახებ და უთანხმდება მას სასურველ დროზე.
არქი ფიქსის მაღალკვალიფიციური კადრი, სიტუაციის შესაბამისად, დანიშნულების ადგილას მაქსიმალურად ოპერატიულად მიდის. მათ თავად მოაქვთ მასალები. ხოლო ჩატარებულ სამუშაოებსა და მასალებზე გარანტია ვრცელდება.
არქი ფიქსის ერთ-ერთი უპირატესობა, სხვა მსგავს სერვისებთან შედარებით, მისი მოსახერხებელი გადახდის პირობებია. არქელებს სერვისის მიღების შემდეგ თანხის ჩარიცხვა 3 დღის განმავლობაში შეუძლიათ. თავად თანხის ჩარიცხვა კი თიბისი ფეით არის შესაძლებელი, რაც ამ პროცესს მეტად კომფორტულს, მოქნილს და მარტივს ხდის.
არქი ფიქსში სხვადასხვა სერვისის ღირებულება კონკურენტული ფასებით გამოირჩევა. არქი ფიქსი არქელებს სთავაზობს მაღალკვალიფიციური კადრების, ოპერატიული მომსახურებისა და მისაღები ფასების ოპტიმალურ ბალანსს.
მომავლისთვის არქი ფიქსის აპლიკაციის შექმნა იგეგმება, სადაც მომხმარებელს როგორც შეკვეთის გაფორმება, ასევე გადახდა შეეძლება. ეს კი სერვისის მიღების პროცესს ბევრად გაამარტივებს და პრაქტიკულს გახდის.
სერვისის მისაღებად დარეკეთ შემდეგ ნომერზე: +995 32 2 502 501, ან გვეწვიეთ ვებგვერდზე: http://archifix.ge/ka