fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

02/06/2020 _ ინტერიერი

შეარჩიეთ აივნის იატაკის საფარის სახეობები

ქალაქის ბინებში ცხოვრების პარალელურად მყუდრო სივრცეების არსებობაზე მოთხოვნა იზრდება. თავად ბინაში კი ამ სივრცეს აივანი საპატიოდ იკავებს. ეს ის ადგილია, სადაც სუფთა ჰაერზე ვისვენებთ, ყავას ვსვამთ, წიგნს ვკითხულობთ ან უბრალოდ ჩვენი ქალაქის ულამაზესი ხედებით ვტკბებით. შესაბამისად, აივნის ინტერიერის დიზაინი კომფორტულად უნდა იყოს მოწყობილი. იატაკის საფარი კი ამ მყუდრო გარემოს ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ასრულებს. ვიზუალთან ერთად საფარი ფუნქციური და გამძლე უნდა იყოს და უძლებდეს ყინვას, სიცხეს, წვიმას, თოვლს, ულტრაიისფერ სხივებს და სხვა. საუკეთესო მასალა კერამოგრანიტის ფილებია.

 

  • რატომ კერამოგრანიტი?

 

კერამოგრანიტის ფილა ღია აივნის მოსაპირკეთებლად საუკეთესო მასალაა. ის არის გამძლე, მარტივად მოსავლელი, მრავალფეროვანი, უძლებს დროს, მდგრადია ტენიანობის, მზის სხივების, ყინვის მიმართ. ამ თვისებებიდან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ აივანზე კერამოგრანიტის ფილების გამოყენება უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. პრაქტიკული მასალა მრავალი ფორმისა და ფერის გვხვდება. ზოგჯერ ის ხეს ან ტყავს წააგავს. იატაკი აივანზე მარტივად იმტვერევა და ისვრება. ამიტომ მის გაწმენდაზე ხშირად დიდი დრო მიდის. კერამოგრანიტის ფილების უპირატესობა ისიცაა, რომ მათი გაწმენდა საკმაოდ მარტივია. თქვენ კი დაზოგილი დრო შეგიძლიათ აივანზე ყავის სმას ან ბუნებით ტკბობას დაუთმოთ. თუ შეიძინეთ ბინა თბილისში და ის პრემიუმ კარკასით ჩაგბარდათ, სახლში შესვლისას კერამოგრანიტის ფილებით მოწყობილი აივანი დაგხვდებათ.

 

ხოლო თუ თქვენი უძრავი ქონება თეთრი კარკასის ტიპისაა,  ამ შემთხვევაში, აივანზე იატაკის საფარი თქვენი გემოვნებით უნდა შეარჩიოთ. ეს ძალიან საინტერესო და სახალისო პროცესიცაა. რამდენიმე ვარიანტს გაგაცნობთ:

 

 

  • ბუნებრივი ქვა

 

აივანზე ბუნებრივი ქვის იატაკი საკმაოდ მაღალფასიანი და გამძლეა. მასალა ინტერიერის დიზაინში დეკორატიულ ფუნქციასაც ითავსებს და ოთახს სითბოს და სიმყუდროვეს ანიჭებს. ბუნებრივი ქვა ზაფხულში იდეალური ვარიანტია, რადგან სიცხისას არაჩვეულებრივ სიგრილეს ინარჩუნებს. ამიტომ თქვენს აივანზე ზაფხულის დღეების გატარება ერთ დიდ სიამოვნებად გადაიქცევა.

 

  • კერამიკული ფილები

 

ფართოდ გამოყენებადი კერამიკული ფილები პოპულარობას არ კარგავს. მარტივად გასაწმენდი და გასარეცხი ფილები პრაქტიკულობას ინარჩუნებს. ზამთარში კი უმჯობესია აივანზე თბილი ჩუსტებით გახვიდეთ ხოლმე, რადგან კერამიკული ფილები სწრაფად იყინება.

 

  • ლამინატი, ლინოლეუმი და პვხ ფილები

 

ლამინატი, ლინოლეუმი და პვხ ფილები - მისაღები ფასის, მარტივად შეცვლადი და მოსავლელი მასალები აივნის იატაკის საფარად ხშირად გამოიყენება. სამივე მათგანი უნივერსალური მასალაა, რომელსაც ბინის სხვა ოთახებშიც წარმატებით ვაგებთ ხოლმე.

 

  • ხელოვნური ბალახი

 

ვიზუალურად განსხვავებული საფარი თქვენს აივანს მწვანე სივრცედ გარდაქმნის, რომელსაც ბუნებრივი ბახალისგან ვერ განარჩევთ. ვიზუალუთან ერთად ის სხვა უპირატესობებითაც გამოირჩევა: არ უშინდება ულტრაიისფერ სხივებს და მას მზე ვერაფერს აკლებს. ასევე ხარისხიანი ხელოვნური ბალახი 15-20 წელი ძლებს.