fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo
Phone Icon შეუკვეთეთ ზარი
შეუკვეთეთ ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
Phone Icon +995 322 602 602
დაგვიკავშირდით
ქარ ENG РУС
Camera Icon

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

არქი

დასრულებული და მშენებარე ბინების ყიდვა არქის პროექტებში

არქი ლიდერი სამშენებლო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2006 წელს დაარსდა. დღესდღეობით, კომპანია თბილისში 19 დასრულებულ და 20 მიმდინარე მშენებლობას ითვლის. გარდა ამისა, 1 დასრულებული საცხოვრებელი კორპუსი ბათუმში.

თუ თქვენ გსურთ დასრულებული ან მშენებარე ბინების ყიდვა, ჩვენ საუკეთესო პირობებს გთავაზობთ.

რატომ არქი?

არქის საცხოვრებელ კორპუსებში იყიდება ბინები, რომლებიც ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების მქონე ადამიანზეა გათვლილი. თუ თქვენ გსურთ გქონდეთ სავარჯიშო დარბაზი, აუზი, გამწვანებული ეზო სათამაშო მოედნებითა და სტადიონებით, ან სკოლა და საბავშვო ბაღი თქვენივე სახლის ეზოში, ამ ყველაფერს არქის პროფესიონალების გუნდი თქვენთვის ქმნის. კომპანიის ექსპერტები მუდმივად ზრუნავენ, რომ მომხმარებლებს ევროპული სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურა შესთავაზონ. არქის ყველა მშენებლობა უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ არქის ყველა სამშენებლო პროექტი სრულად დაფინანსებულია უცხოური ინვესტიციებით. შესაბამისად, კომპანიის ყველა პროექტი დაგეგმილ ვადებში ბარდება.

ბინების ყიდვა თბილისში

არქის ბინები თბილისში საუკეთესო მდებარეობით გამოირჩევა. თქვენ შეგიძლიათ დასრულებული ან მშენებარე ბინების ყიდვა თბილისში, ბევრ სხვადასხვა უბანში. არ აქვს მნიშვნელობა, სად ეძებთ საცხოვრებელ ფართს, იქნება ეს ვაკე, დიღომი, გლდანი, ვაზისუბანი, მთაწმინდა თუ სხვა… თქვენ აუცილებლად იპოვით თქვენთვის სასურველ ბინას. ჩვენი სამშენებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ პროექტების გვერდიდან.

 

არქის ბინების უპირატესობები თბილისში

 

არქის საცხოვრებელი სახლების ერთ-ერთი უპირატესობა ფასისა და მშენებლობის ხარისხის შესაბამისობაა. ასევე, აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი კორპუსები უმაღლესი ხარისხის, ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებით შენდება, რომელთა თბოსაიზოლაციო თვისებები ენერგიის ხარჯვას 40%-ით ამცირებს. შედეგად, ჩვენი მომხმარებლები უფრთხილდებიან გარემოს და ამავე დროს, კომუნალურ ხარჯებსაც ზოგავენ.

 

კომპანიის ერთ-ერთი გამორჩეული დასრულებული პროექტია არქი თაუერი, რომელიც 23-სართულიანი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია. ის თბილისის ცენტრში, პრესტიჟულ ადგილას მდებარეობს, საიდანაც კუს ტბისა და ვაკის პარკის ულამაზესი ხედები იშლება.

ბინის ყიდვა ბათუმში

თუ თქვენ გსურთ ბინის ყიდვა ბათუმში, აუცილებლად დაგაინტერესებთ არქის მშენებარე ბინები ბათუმში. არქი ბათუმი კომპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და დახვეწილი პროექტია, რომელიც ქალაქში არსებული ყველა სხვა საცხოვრებელი კორპუსისგან გამორჩეულია.  გარდა ამისა, მის გამორჩეულობას უმაღლესი ხარისხის გერმანული ბრენდის Ytong-ის ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები და, ასევე, მომხმარებლების სურვილებსა და საჭიროებებზე სრულად მორგებული გეგმარება ქმნის. არქი ბათუმი ზღვისპირა ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილას მდებარეობს და ზღვის სანაპირომდე ფეხით სულ რაღაც 10 წუთის სავალია.

საუკეთესო სამშენებლო კომპანია საქართველოში


ამრიგად, თუ თქვენ გაინტერესებთ ბინის ყიდვა, სამშენებლო კომპანია „არქი“ საუკეთესო პირობებს გთავაზობთ. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც დასრულებული, ისე მშენებარე ბინები თბილისში, საუკეთესო ადგილებში. გარდა ამისა, არქი ჯგუფი ბათუმშიც გთავაზობთ მშენებარე ბინების ყიდვას უმაღლესი ხარისხის გამორჩეულ საცხოვრებელ სახლში.

ჩვენი საცხოვრებელი სახლების უპირატესობები:

  • უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები
  • საუკეთესო მდებარეობა
  • დახვეწილი არქიტექტურა
  • მომხმარებლების მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული პროექტები
  • ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურა
  • მყუდრო და კომფორტული ბინები
  • რამდენიმედონიანი ავტოსადგომები
  • შემცირებული კომუნალური ხარჯები
  • ფასისა და ხარისხის შესაბამისობა

 

არქი - ლიდერი სამშენებლო კომპანია საქართველოში!