კომპანიის შესახებ

არქი ისტორიას 2006 წლიდან ითვლის და უკვე 35 000-ზე მეტ არქელს ერთ დიდ ოჯახად აერთიანებს. კომპანიის უმთავრესი საქმიანობა სამშენებლო და დეველოპერული პროექტებია. დღეს არქი საქართველოში ლიდერი დეველოპერული კომპანიაა, რომელსაც დასრულებული აქვს 47 პროექტი, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია საერთაშრისო სტანდარტის აპარტოტელი მაღალ მთიან კურორტ ბაკურიანში. დასრულებული პროექტების საერთო სამშენებლო ფართი 895 000 კვ.მ-ს შეადგენს. ამ ეტაპზე 18 პროექტი შენდება, მათ შორისაა ბრენდული სასტუმრო შავი ზღვის კურორტ ბათუმში. ხოლო უახლოეს მომავალში კიდევ არაერთი ახალი საცხოვრებელი სახლის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბრენდების სასტუმროების მშენებლობა იგეგმება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა კურორტზე.

ენერგოეფექტურ და არქელების კომფორტზე მორგებულ საცხოვრებელ სახლებთან ერთად აღსანიშნავია არქის აპარტოტელები, რომლებიც ბინის მფლობელებსა თუ სტუმრებს მაღალი დონის მომსახურებას სთავაზობს და ინვესტიციის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს, როგორც ქართველებისთვის, ასევე უცხოეთის მოქალაქეებისთვის.

არქი ერთი დიდი ოჯახია - კომპანია ბინის შეძენის შემდეგ აგრძელებს მაცხოვრებლებზე ზრუნვას, უქმნის მათ კომფორტს და სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს. ასევე, კომპანია ხშირად აწყობს სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებს არქელებისთვის, რომლის მიზანიც მაცხოვრებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა და ერთმანეთთან დაახლოებაა.

არქის წარმატებული პროექტია თბილისში გერმანულ კომპანია Xella-სთან ერთად აშენებული Ytong-ის ქარხანა, რომელშიც ეკოლოგიურად სუფთა, ენერქოეფექტური, ცეცხლგამძლე სამშენებლო ბლოკი იწარმოება. ქარხანა შესაძლებლობას იძლევა, რომ იმპორტი სრულად ჩანაცვლდეს და ბლოკი ექსპორტზეც გავიდეს. პროექტის ინვესტიცია 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

არქი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. კომპანიის მოგების 5% გარემოზე ზრუნვას, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და სხვადასხვა სასარგებლო აქტივობას ხმარდება. 

ჩვენს შესახებ

47

დასრულებული პროექტი

About Archi

35 000

არქელი

17

წლიანი გამოცდილება

18

მიმდინარე პროექტი

895 000 კვ.მ.

დასრულებული მშენებლობა

პროექტი

თბილისის ყველა უბანში