fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo
Phone Icon შეუკვეთეთ ზარი
შეუკვეთეთ ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
Phone Icon +995 322 602 602
დაგვიკავშირდით
Camera Icon

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

არქი ვაზისუბანი B ბლოკი

არქი ისანი D ბლოკი არქი დიღომი 2D არქი დიღომი 2C არქი საბურთალო C ბლოკი არქი ვაზისუბანი С ბლოკი არქი გლდანი 3 არქი დიღომი 2B არქი ისანი C ბლოკი არქი ვუდი დიღმის მასივში არქი საბურთალო B ბლოკი არქი ფიჭვები თამარაშვილზე არქი დიღომი 2A არქი ვაზისუბანი 2B არქი გლდანი 2 არქი ვაზისუბანი B ბლოკი არქი ისანი B ბლოკი არქი საბურთალო არქი ვაზისუბანი 2A არქი გლდანი არქი თაუერი არქი ფალიაშვილი არქი წინამძღვრიშვილი არქი ბაგები არქი მთაწმინდა არქი ნუცუბიძე არქი მუხიანი არქი მუხიანი 2 არქი ვაზისუბანი არქი ისანი A ბლოკი არქი დიღომი A ბლოკი არქი დიღომი B ბლოკი არქი დიღომი C ბლოკი არქი დიღომი D ბლოკი არქი დიღომი E ბლოკი არქი დიღომი F ბლოკი არქი დიღომი 1 არქი ბათუმი
ყველა პროექტი
0 არქი ვაზისუბანი B ბლოკი თბილისი, მუსხელიშვილის ქუჩა
არქი ვაზისუბანი B ბლოკი

არქი ვაზისუბანი B ბლოკი

თბილისი, მუსხელიშვილის ქუჩა 
კომფორტული საცხოვრებელი სახლი ვაზისუბანში
არქი ვაზისუბანი ბ ბლოკი ვაზისუბნის ცენტრალურ ნაწილში, მუსხელიშვილის ქუჩის კვეთასთან აშენდება. პროექტი გამორჩეულია არქიტექტურით, ფასისა და მშენებლობის ხარისხის შესაბამისობით. მისი ფასადის მოსაპირკეთებლად საუკეთესო ბელგიური აგური გამოიყენება. საერთო სარგებლობის ფართები კი მაღალ დონეზე მოეწყობა. პროექტი უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენდება. იგი გერმანული ბრენდის, Ytong-ის თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ბლოკით აიგება. 2013 წელს Ytong გერმანიის საუკუნის ბრენდად დასახელდა. ბეტონის ჩვეულებრივ სამშენებლო ბლოკთან შედარებით მის ბლოკს 6-ჯერ ნაკლები თბოგამტარობა ახასიათებს. ამ მასალით აშენებული კედელი ოთახის ტემპერატურას უფრო დიდხანს ინარჩუნებს. შესაბამისად, შენობის გასათბობად თუ გასაგრილებლად 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება, რაც პირდაპირ ზოგავს ბინის გათბობასა და გაგრილებაზე დახარჯულ კომუნალურ გადასახადებს. ამას გარდა, Ytong უნიკალური თვისებებით გამოირჩევა, რაც ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას 4 საათის განმავლობაში.
0
ბინის არჩევა

ინფრასტრუქტურა

18-სართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც მობინადრეებს მყუდრო და კომფორტულ პირობებს სთავაზობს, მათი ინტერესებისა და სურვილების შესაბამისად შეიქმნა. კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობიც 6 000 კვ/მ-ია, 3 საცხოვრებელი ბლოკი, საბავშვო და სპორტული მოედნები განთავსდება. საიდანაც 3 000 კვ/მ რეკრეაციულ ზონას დაეთმობა.
  • კომერციული ფართი
  • სტადიონი
  • პარკინგი

პროექტის პროგრესი

მიმდინარეობს მე-18 სართულის კოლონების ამოყვანის სამუშაოები, მიმდინარეობს მე-14 სართულის გარე პერიმეტრის კედლების ამოყვანის სამუშაოები, მიმდინარეობს მე-13 სართულის ბინებს შორის ტიხრების ამოყვანის სამუშაოები.

მდებარეობა

კომპლექსი ვაზისუბნის საუკეთესო ადგილას, უბნის ცენტრალურ ნაწილში, მუსხელიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. პროექტის ირგვლივ ინფრასტრუქტურა კარგად არის განვითარებული. არქი ვაზისუბანი ბ ბლოკი მეტროდან 5 წუთის სავალზე მდებარეობს.
მდებარეობა