fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

არქი ისანი B

არქი კოხტა ბაკურიანში არქი ვარკეთილი B არქი საბურთალო D არქი ქავთარაძე არქი ვარკეთილი 2 არქი დიღომი 2D არქი დიღომი 2C არქი ნუცუბიძე არქი ვარკეთილი A არქი ვაზისუბანი С არქი საბურთალო C არქი ისანი D არქი გლდანი 3 არქი ფიჭვები თამარაშვილზე არქი ისანი C არქი დიღომი 2B არქი ვუდი დიღმის მასივში არქი საბურთალო B არქი დიღომი 2A არქი ვაზისუბანი B არქი ვაზისუბანი 2B არქი ისანი B არქი საბურთალო A არქი გლდანი 2 არქი ვაზისუბანი 2A არქი გლდანი 1 არქი თაუერი არქი ფალიაშვილი არქი წინამძღვრიშვილი არქი ბაგები არქი მთაწმინდა არქი ნუცუბიძე 1 არქი მუხიანი 1 არქი მუხიანი 2 არქი ვაზისუბანი A არქი ისანი A არქი დიღომი A არქი დიღომი B არქი დიღომი C არქი დიღომი D არქი დიღომი E არქი დიღომი F არქი დიღომი 1 არქი ბათუმი
ყველა პროექტი
არქი ისანი B თბილისი, ნავთლუღის ქუჩა
არქი ისანი B

არქი ისანი B

თბილისი, ნავთლუღის ქუჩა 
მრავალფუნქციური სახცხოვრებელი კომპლექსი ისანში
არქი ისანი B ბლოკის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 60 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის მშენებლობა უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალებით, მათ შორის Ytong-ის ენერგოეფექტური ბლოკით მიმდინარეობს. მასალის თბოსაიზოლაციო თვისებები ენერგიის ხარჯვას 40%-ით ამცირებს. ეს კი საშუალებას იძლევა, რომ მესაკუთრე გარემოსაც გაუფრთხილდეს და ბინის გათბობასა თუ გაგრილებაზე თანხაც დაზოგოს. ამას გარდა, Ytong უნიკალური თვისებებით გამოირჩევა, რაც ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას 4 საათის განმავლობაში.
ბინის არჩევა

ინფრასტრუქტურა

არქი ისანი B ბლოკის ინფრასტრუქტურა და გარემო მაცხოვრებლების სურვილებსა და საჭიროებებს მაქსიმალურად ითვალისწინებს. 22-სართულიანი შენობა უმაღლესი ხარისხის გერმანული ბრენდის, Ytong-ის ბლოკითაა აშენებული. იგი 182 ბინასა და 132 ავტომობილზე გათვლილ მიწისქვეშა სადგომს აერთიანებს. კომპანიის საკუთრებაში არსებულ 27 000 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთზე 5 საცხოვრებელი შენობა, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი, სკოლა, ბაღი, გასართობი და სპორტული მოედნები აშენდება. აღსანიშნავია, რომ მაცხოვრებლებისთვის კომპლექსში 10 000 კვ/მ ფართობის სარეკრეაციო ზონაა გათვალისწინებული. პროექტის განხორციელების პირველ ეტაპს A ბლოკის მშენებლობა წარმოადგენს, რომელშიც სულ 317 ბინა გაერთიანდება. შენობებს საკუთარი 3-დონიანი პარკინგი და კომერციული ფართი აქვს.
  • სკვერი
  • კომერციული ფართი
  • სათამაშო მოედანი
  • სკოლა
  • პარკინგი

პროექტის პროგრესი

მიმდინარეობს ფასადის მოწყობის სამუშაოები ალუკაბონდით - სამუშაოების 97% შესრულებულია.

მდებარეობა

კომპლექსი საუკეთესო ადგილას მდებარეობს. იგი ისნის ცენტრალურ ნაწილში, ბაღდათის ქუჩაზე, ჰიპერმარკეტ „კარფურის“ გვერდით შენდება. 22-სართულიანი საცხოვრებელი სახლიდან მეტრომდე ფეხით მხოლოდ 2-3 წუთის სავალია.
მდებარეობა