fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo
Phone Icon შეუკვეთეთ ზარი
შეუკვეთეთ ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
Phone Icon +995 322 602 602
დაგვიკავშირდით
Camera Icon

არქი ჯგუფი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

არქი მუხიანი 2

0 არქი მუხიანი 2 თბილისი, მუხიანის II მიკრო რაიონი
არქი მუხიანი 2

არქი მუხიანი 2

თბილისი, მუხიანის II მიკრო რაიონი  
არქი მუხიანი 2-ის მშენებლობა 2016 წლის აგვისტოში დაიწყო და 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება. იგი ირგვლივ არსებული სხვა საცხოვრებელი სახლებისგან არქიტექტურითა და საერთო სარგებლობის ფართების მოწყობის ხარისხით გამოირჩევა. მუხიანი 2-ის მშენებლობა უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალებით მიმდინარეობს. მათ შორის აღსანიშნავია უმაღლესი ხარისხის გერმანული ბრენდის, Ytong-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკები, რომელთა თბოსაიზოლაციო თვისებები ენერგიის ხარჯვას 40%-ით ამცირებს, რაც მესაკუთრეს გარემოს გაფრთხილებისა და ბინის გათბობა-გაგრილებაზე თანხის დაზოგვის საშუალებას აძლევს. ამას გარდა, Ytong უნიკალური თვისებებით გამოირჩევა, რაც ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას 4 საათის განმავლობაში.
0
ბინის არჩევა

ინფრასტრუქტურა

არქი მუხიანი 2 მთლიანად მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. ამ უბანში აშენებულმა პირველმა კომპლექსმა უდიდესი მოწონება დაიმსახურა. მომდევნო პროექტის, არქი მუხიანი 2-ის ინფრასტრუქტურამ კი ყველა ტიპის მყიდველის სურვილები და მოთხოვნილებები გააერთიანა. პროექტის საერთო ფართი 9881.2 კვ/მ-ს შეადგენს. 14-სართულიან საცხოვრებელ სახლში 130 ბინა და ერთდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომია.

პროექტის პროგრესი

დასრულდა მოჭიმული იატაკის დასხმა, დასრულდა ლიფტების მონტაჟი, დასრულდა მონოლითური სამუშაოები, მიმდინარეობს შიდა ლესვითი სამუშაოები, მიმდინარეობს კერამოგრანიტის ფილების დაგება, მიმდინარეობს მოაჯირების სამონტაჟო სამუშაოები, მიმდინარეობს ფასადის მოპირკეთების სამუშაოები

მდებარეობა

პროექტისთვის საუკეთესო ადგილია შერჩეული. იგი მუხიანის ცენტრალურ ნაწილში, II მიკრო რაიონში, ნონეშვილის ქუჩის სიახლოვეს, ულამაზესი სკვერის გვერდით მდებარეობს. არქი მუხიანი 2-დან მეტროსადგურ ახმეტელამდე ფეხით სულ რაღაც 10 წუთის სავალია.
მდებარეობა