Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

არქი დიღომი 3

0 არქი დიღომი 3 თბილისი, ფარნავაზ მეფის გამზირი
არქი დიღომი 3

არქი დიღომი 3

თბილისი, ფარნავაზ მეფის გამზირი 
არქი დიღომი 3 დიდი დიღმის ერთ-ერთი განსაკუთრებული ვიზუალის მქონე საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ესთეტიკური მახასიათებლებით, მაღალი ხარისხითა და საუკეთესო ლოკაციით გამოირჩევა. მის გვერდით მდებარეობს სავაჭრო ცენტრი „გუდვილი.“ პროექტში გათვალისწინებულია 5-ვარსკვლავიანი ლობის მოწყობა, მობინადრეებს კი არქის კონსიერჟი 24 საათის განმავლობაში მოემსახურებათ. 25-სართულიან პროექტში საცხოვრებელ ბინებთან ერთად კომერციული სივრცეც არის გათვლილი. არქი დიღომი 3 დაგეგმარებულია საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული 41-ე დადგენილებით, რაც სახანძრო უსაფრთხოების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს ითვალისწინებს. რაც შეეხება სამშენებლო მასალებს, არქი დიღომი 3-ის კომპლექსი გერმანული წარმოების იტონგის ბლოკით შენდება. ენერგოეფექტური ბლოკის მეშვეობით, შენობის გასათბობად და გასაგრილებლად 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება, რაც კომუნალურ ხარჯებს საგრძნობლად ამცირებს.
0
ბინის არჩევა

ინფრასტრუქტურა

არქი დიღომი 3 დაპროექტებულია მაცხოვრებლის მაქსიმალურ კომფორტზე გათვლით. საცხოვრებელი სახლისთვის გამოყოფილია გენერატორი და წყლის რეზერვუარი, რომელთა მეშვეობითაც მაცხოვრებლები 24-საათიანი ელექტრო და წყლის მომარაგებით უზრუნველყოფილნი იქნებიან. პროექტში დამონტაჟდება პრემიუმ ხარისხის (KONE ან იგივე კატეგორიის ბრენდის) ლიფტები. არქი დიღომი 3-ში გათვალისწინებულია 7 000 კვ.მ რეკრეაციული ზონა, სადაც განთავსდება გამწვანებული სკვერი, საბავშვო და ორი სპორტული მოედანი. პროექტს ასევე გააჩნია ღია და დახურული ავტოსადგომი.
  • სკვერი
  • კომერციული ფართი
  • სათამაშო მოედანი
  • სტადიონი
  • პარკინგი
  • გენერატორი
  • წყლის რეზერვუარი

მდებარეობა

არქი დიღომი 3 დიდ დიღომში საუკეთესო ლოკაციაზე მდებარეობს. მერიის გადაწყვეტილებით, პროექტის გარშემო ტერიტორიას რამდენიმე გზა დაემატება, შესაბამისად, არქი დიღომი 3-ის კომპლექსში მოხვედრა შესაძლებელი იქნება როგორც აღმაშენებლის ხეივნიდან, ასევე ფარნავაზ მეფისა და მირიან მეფის გამზირებიდან.
მდებარეობა