fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo
Phone Icon შეუკვეთეთ ზარი
შეუკვეთეთ ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
Phone Icon +995 322 602 602
დაგვიკავშირდით
Camera Icon

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

03/06/2019 _ გამწვანება

რომელი მცენარეები გამოვიყენოთ აივნის გამწვანებისთვის?

 აივნების გამწვანება უფრო და უფრო ტრენდული ხდება. არქის საცხოვრებელი კომპლექსები ამის საშუალებას გაძლევთ, რადგან თითოეულ ბინაში საზაფხულო სივრცე გათვალისწინებულია. ფერადი ქოთნებით დაკიდული ყვავილები, ვერტიკალურად გაშენებული ბაღები, მცენარეებით მდიდარი დაწნული კალათები - აივნების გალამაზება ბევრი საშუალებით შეიძლება, მაგრამ ამათგან უმთავრესი მცენარეების შერჩევაა.

 

http://homeridian.com

 

პირველ რიგში, თქვენი აივნის მიმართულება უნდა გაითვალისწინოთ. მზის ადგილმდებარეობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აივნის მცენარეების ყვავილობასა და მათი ხანგრძლივობაზე. გაითვალისწინეთ, რომ აღმოსავლეთით, დასავლეთისა და სამხრეთის მიმართულებით განლაგებული აივნები საუკეთესოა თქვენი ყვავილნარის მოსაწყობად.

 

აივანზე ყვავილნარის მოწყობას თავისი სპეციფიკა აქვს. მზის ადგილმდებარეობის განსაზღვრის შემდეგ, თქვენ უნდა შეარჩიოთ რომელი კულტურის მცენარე უნდა აირჩიოთ - ერთწლიანი თუ მრავალწლიანი. აქვე გეტყვით, რომ ერთწლიანი ანუ სეზონური ყვავილების მოვლა ყველაზე მარტივი საშუალებაა თქვენი აივნების გამრავალფეროვნებისთვის. ისინი რამდენიმე თვე ყვავილობენ და თქვენი საზაფხულო სივრცე შეიძლება ნახევარი წლის განმავლობაშიც კი დაამშვენონ.  ერთწლიანი მცენარეებია პეტუნიებია, კესანები, ვიოლები, რომლებიც ადრეული გაზაფხულიდანვე იწყებენ ყვავილობას. აქედან პეტუნია ერთ-ერთი პოპულარული მცენარეა, რომელიც ძალიან სწრაფად იზრდება და უპრეტენზიო მოსავლელია. ასევე მარტივად მოსავლელია ბალბა, რომელსაც სამკურნალო და დამამშვიდებელი თვისებებიც გააჩნიათ.

 

https://balconygardenweb.com

 

მრავალწლიანი მცენარეების და აივნების „ურთიერთობა“ ოდნავ პრობლემურია, რადგან ამ მცენარეთა უმეტესობას ქარის, სიცივის თუ ზედმეტი სიცხის გადატანა უჭირთ. მაგალითად, მცენარე გენარიუმი, რომელიც ღია გრუნტში მრავალწლიანია, ზამთარს ვერ უძლებს. ამიტომ ის შეგიძლიათ ზაფხულში აივანზე ვერტიკალურად მოათავსოთ, ზამთარში კი სახლში შეიტანოთ. ასე თქვენი გერანიუმი გამუდმებით იყვავილებს. განსხვავებული მოვლა სჭირდება მრავალწლიან მცენარე ქრიზანთემებს. მისი ყვავილები სხვადასხვა ფერის: თეთრი, წითელი, ყვითელი, იასამნისფერი შეიძლება იყოს. მათი ერთობა კი ულამაზეს თაიგულს მოგცემთ. ამ მცენარეს სიცივე უყვარს, ამიტომ, ის თქვენს აივანს ზამთარში აუცილებლად დაამშვენებს. მრავალწლიანი მცენარეებია ასევე ხვიარა ვარდი (რომელსაც ბევრი გადაჭრა არ სჭირდება), ფეიხოა და აზალია.

 

https://balconygardenweb.com

 

არსებობენ მცენარეები, რომლებსაც მზე არ უყვართ, მაგალითად, ბეგონია. ის აივნის განათებულ ნაწილში დადგით, ოღონდ ისე, რომ მზე არ უდგებოდეს. აუცილებლად მორწყეთ მხოლოდ დილით ან საღამოს. განათებული ადგილი უყვარს ასევე გაზანიას, რომელიც გვირილას ჰგავს.  ის მოღრუბლული ამინდის დროს იკეტება და მზიანის დროს კი იშლება, ამიტომ ჰქვია მას შუადღის ოქრო.   

ქარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა აივნის ყვავილებისთვის. ის მცენარეთა ნიადაგს სწრაფად აშრობს, ამიტომ, ეცადეთ, რომ ქარის დროს ყვავილები ხშირად მორწყათ ხოლმე.

არაჩვეულებრივი ვარიანტია, თუ თქვენს აივანს ბოსტნეულის მცენარეებითაც გაახალისებთ. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთწლიანი ბულგარული წიწაკა, რომელსაც ძალიან უყვარს განათება და მორწყვა. მრავალფეროვნების მისაღწევად დაგეხმარებათ მრავალმწვანე ჰებე, რომელიც დეკორატიული ზომისაა და ლამაზ ბუჩქებსაც ქმნის.