fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo
Phone Icon შეუკვეთეთ ზარი
შეუკვეთეთ ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
Phone Icon +995 322 602 602
დაგვიკავშირდით
Camera Icon

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

01/07/2019 _ გამწვანება

რა გავლენას ახდენს მწვანე სკვერები ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე?

გარემოში ყოფნა, სეირნობა, ვარჯიში თუ სხვა ნებისმიერი გარე აქტივობა ჩვენს ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება, მაგალითად, მცირდება  სტრესი და იზრდება სოციალური ინტერაქციები. შეიძლება იფიქროთ, რომ მსგავსი ეფექტის მიღწევა მხოლოდ ტყეში ან ქალაქგარეთაა შესაძლებელი, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. უბრალო სათამაშო მოედნებს და კეთილმოწყობილ პარკებს თავისუფლად შეუძლიათ მოგანიჭონ ბედნიერება და აამაღლონ თქვენი გუნება-განწყობილება. ბედნიერების ძებნაში კი მწვანე სივრცის ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი რაოდენობა. გარკვეული კვლევები იმასაც ამტკიცებს, რომ თუ ადამიანს თავის უბანში ან სამსახურთან ახლოს სკვერი ეგულება, ის მეტად კმაყოფილია, მიუხედავად იმისა, რამხელა ზომისაა ეს პარკი. კმაყოფილება კი ბედნიერებასთან ასოცირდება. ხოლო იმ უბნის მაცხოვრებლები, რომლებისთვისაც ხარისხიანი მწვანე სივრცეები მეტად ხელმისაწვდომია, უკეთესი მენტალური ჯანმრთელობით გამოირჩევიან.

 

პარკების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სოციალური ინტერაქციებია. ეს სოციალური ადგილია, სადაც ადამიანები ხვდებიან, საუბრობენ, სეირნობენ, ქმნიან სოციალურ კავშირებს. ეს კი მათ კეთილდღეობის განცდას უქმნის.

 

რა ხდის ქალაქში არსებულ მწვანე სივრცეებს ხარისხიანს? ეს შეიძლება იყოს კეთილმოწყობილი სკვერები, ფანტანები, მწვანე საფარი, სავარჯიშო თუ ბავშვებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, სტადიონები. აქვე აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თუ პარკებში ცუდი განათებაა დამონტაჟებული ან მიმდინარე ტერიტორია არ არის მოვლილი და დაბინძურებულია, ამას ადამიანი საშიშად და არაესთეტიკურად აღიქვამს. ეს, თავისთავად, მის გუნება-განწყობილებას არ უმაღლებს, არამედ - პირიქით.

 

არქი ზრუნავს არქელების კეთილდღეობასა და ბედნიერებაზე. მაგალითად, არქი ისნის ბინების მაცხოვრებლებისთვის 10 000 კვ/მ ფართობის სარეკრეაციო ზონაა გათვალისწინებული. აქ არის ულამაზესი და უმწვანესი პარკი, რომელიც მოიცავს საბავშვო სივრცეს (საქანელებს, სათამაშო სახლს), გადახურულ თუ ღია დასაჯდომ ადგილს, სპორტულ მოედანს, ვარჯიშისთვის გამოყოფილ სივრცეს თავისი ინვენტარით. ჩვენ გვჯერა, რომ რეკრეაციული ზონის არსებობა ჩვენს მობინადრეებს ხელს შეუწყობს თავისუფალი დრო საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოშივე მყუდროდ, ჯანსაღად და ბედნიერად გაატარონ.