fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo
Phone Icon შეუკვეთეთ ზარი
შეუკვეთეთ ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
Phone Icon +995 322 602 602
დაგვიკავშირდით
Camera Icon

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

14/05/2019 _ გამწვანება

გამწვანება არქიში

არქის გარემოს დაცვის საკითხებში დიდი წვლილი შეაქვს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია არა მხოლოდ არქის მაცხოვრებლებს ხარისხიანი საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ, არამედ ქალაქის იერსახესა და გამწვანებაზეც ვიზრუნოთ.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ არქის თითოეულ პროექტში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული რეკრეაციული ზონა და ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო ეზოები თუ საფეხბურთო მოედნები. ეს უკანასკნელი კი მათი განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა. რეკრეაციული ზონის არსებობა კი ჩვენს მობინადრეებს ხელს შეუწყობს, თავისუფალი დრო საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოშივე მყუდროდ და მშვიდად გაატარონ.

 

როდესაც ქალაქში ახალი კორპუსები შენდება, ჩვენ ხშირად გვესმის კრიტიკა იმის შესახებ, რომ ბუნებრივი საფარი ზიანდება. ამ მხრივ, არქი ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც გარემოზე ზრუნავს. აქედან გამომდინარე, არქიში ხშირად ეწყობა გამწვანება-დასუფთავების სხვადასხვა  აქცია, რომლებიც კამპანიის „არქელები ზრუნავენ“ ფარგლებში ტარდება. ჩვენ ასევე ახალ პრეცენდენტებს ვქმნით, მაგალითად, ყოველი აშენებული 10 კვადრატული მეტრის სანაცვლოდ 1 ხეს ვრგავთ. ამჟამად დაახლოებით 3 5000-ზე მეტი ხის ძირია დარგული.

#არქელებიზრუნავენ

#არქელებიგარემოსთვის