Close Icon
Chat Box
Archi Logo
Phone Icon +995 322 602 602
დაგვიკავშირდით
Camera Icon

არქი ვაზისუბანი

0 არქი ვაზისუბანი თბილისი, მუსხელიშვილის ქუჩა
არქი ვაზისუბანი
თბილისი, მუსხელიშვილის ქუჩა 
კომფორტული საცხოვრებელი სახლი ვაზისუბანში
საცხოვრებელი კომპლექსი "არქი ვაზისუბანი“ ჩვენი ახალი პროექტია. მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყო. კომპლექსი ვაზისუბნის ცენტრალურ ნაწილში, მუსხელიშვილის ქუჩაზე მდებარეობს და გამოირჩევა საუკეთესო ლოკაციით. "არქი ვაზისუბანი“ შენდება მაღალი ხარისხის, თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული, გერმანული ბრენდის, Ytong-ის ბლოკით. Ytong 2013 წელს გერმანიის საუკუნის ბრენდად დაასახელეს. ბეტონის ჩვეულებრივ სამშენებლო ბლოკთან შედარებით Ytong-ის ბლოკს 6-ჯერ ნაკლები თბოგამტარობა ახასიათებს (თბოიზოლაციის კოეფიციენტი 0,012 ვტ/მ2). ამ ბლოკით აშენებული კედელი უფრო დიდხანს ინარჩუნებს ოთახის ტემპერატურას, შესაბამისად - შენობის გასათბობად თუ გასაგრილებლად 40 პროცენტით ნაკლები ენერგია იხარჯება. აღნიშნულ ბლოკსა და მის დამახასიათებელ კოეფიციენტებზე უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.ytong.ge www.xella.com
0
ინფრასტრუქტურა
13-სართულიანი საცხოვრებელი სახლი მომხმარებელთა ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით არის შექმნილი, რომელიც მაცხოვრებლებს მყუდრო და კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს სთავაზობს. პროექტი გამორჩეულია ამ უბანში არსებული ყველა საცხოვრებელი სახლისგან როგორც არქიტექტურით, ასევე ფასთან შესაბამისი მშენებლობის ხარისხით. ფასადის მოსაპირკეთებლად გამოყენება მაღალი ხარისხის ბელგიური აგური. საერთო სარგებლობის ფართები კი მაღალ დონეზე იქნება მოწყობილი.
  • კომერციული ფართი
  • სტადიონი
  • პარკინგი
მდებარეობა
კომპანიის საკუთრებაში არსებულ 6,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსდება 3 საცხოვრებელი ბლოკი, საბავშვო და სპორტული მოედნები. 3,000 კვ.მ. კი რეკრეაციული ზონისთვის არის გათვალისწინებული.
მდებარეობა