Close Icon
Chat Box
Archi Logo
Phone Icon +995 322 602 602
დაგვიკავშირდით
Camera Icon

არქი თაუერი

არქი თაუერი თბილისი, ჭავჭავაძის 37
არქი თაუერი
თბილისი, ჭავჭავაძის 37 
პრესტიჟული საცხოვრებელი სახლი ქალაქის ცენტრში
არქი თაუერი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია თბილისში. პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 35 მილიონ აშშ დოლარს. კომპლექსი აშენდა უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური მასალით და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სამშენებლო სტანდარტებს. მისი საერთო ფართი შეადგენს 35,000 კვ.მ-ს. არქი თაუერის მშენებლობა განხორციელდა მაღალი ხარისხის გერმანული ბრენდის Ytong-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკით, რომლის თბოსაიზოლაციო თვისებები 40%-ით ამცირებს ენერგიის ხარჯვას, რაც მესაკუთრეს საშუალებას აძლევს გაუფრთხილდეს გარემოს და დაზოგოს თანხა ბინის გათბობასა და გაგრილებაზე. www.ytong.ge
ინფრასტრუქტურა
არქი თაუერის საცხოვრებელი კომპლექსის ინფრასტრუქტურა მაცხოვრებლებს მათი მოთხოვნებისა და საჭიროების მიხედვით შექმნილ კომფორტულ გარემოს სთავაზობს. არქი თაუერში დაგხვდებათ უმაღლესი ხარისხის სრული რემონტი, იტალიური სამზარეულოთი და ჩაშენებული ტექნიკით, ასევე, ოტისის ლიფტები, საცურაო აუზი, სპა და ფიტნეს დარბაზი, რომელიც გათვალისწინებულია არქი თაუერის მაცხოვრებლებისათვის. საცხოვრებელ კომპლექსს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება კონსიერჟი. ბიზნეს შეხვედრების გამართვა კი, პირდაპირ თანამედროვე დიზაინის მქონე 120 კვ.მ. ფართობის ლობიშია შესაძლებელი. არქი თაუერის სამი მიწისქვეშა სართული განკუთვნილია კეთილმოწყობილი ავტოსადგომისთვის. პირველ და მეორე სართულებზე მოეწყო 7,000 კვ.მ. მაღალი დონის სავაჭრო ცენტრი სადაც განთავსებულია სუპერმარკეტი, სწრაფი კვების ობიექტი და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მაღაზიები.
  • სპა ცენტრი
  • კომერციული ფართი
  • საცურაო აუზი
  • ფიტნეს ცენტრი
  • პარკინგი
მდებარეობა
არქი თაუერი 23-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, პრესტიჟულ ადგილას, ჭავჭავაძის #37-ში მდებარეობს, საიდანაც იშლება ვაკის პარკის და კუს ტბის ულამაზესი პანორამული ხედები.
მდებარეობა