არქი დიღომი

არქი დიღომი ახალი საცხოვრებელი კომპლექსია, რომლის მშენებლობა არქი ჯგუფმა 2011 წლის ივლისში დაიწყო. პროექტი გამორჩეულია დიდ დიღომში არსებული ყველა საცხოვრებელი სახლებისგან როგორც არქიტექტურით, ისე მშენებლობის ხარისხით, ფასადის მოპირკეთებისას გამოყენებული მაღალი ხარისხის საიზოლაციო მასალითა და საერთო სარგებლობის ფართების მოწყობის დონით. პროექტის განხორციელების პირველ ეტაპს წარმოადგენს A, B და C ბლოკი, რომელთა მშენებლობა უკვე დასრულებულია. არქი დიღომის მშენებლობაში გამოიყენება მაღალი ხარისხის გერმანული ბრენდის Ytong-ის ენერგოეფექტური სამშენებლო მასალა, რომლის თბოსაიზოლაციო თვისებები 40%- ით ამცირებს ენერგიის ხარჯვას, რაც მესაკუთრეს საშუალებას აძლევს გაუფრთხილდეს გარემოს და დაზოგოს თანხა ბინის გათბობასა და გაგრილებაზე.
  • არქი დიღომი ზედხედი
  • არქი დიღომი ზედხედი
  • არქი დიღომი
  • არქი დიღომი
  • არქი დიღომი

ინფრასტრუქტურა

არქი დიღომის საცხოვრებელი კომპლექსის ინფრასტრუქტურა მაცხოვრებლებს კომფორტულ, მათი მოთხოვნებისა და საჭიროების მიხედვით შექმნილ გარემოს სთავაზობს. კომპანიის საკუთრებაში არსებულ 10,500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დახურული საცხოვრებელი კომპლექსი მოეწყობა, სადაც 6 საცხოვრებელი შენობა იქნება განთავსებული. მაცხოვრებლებისთვის კომპლექსში ასევე გათვალისწინებულია 3,500 კვ.მ მხოლოდ რეკრეაციული ზონა. ყველა შენობას აქვს რამდენიმე დონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი.
  • სკვერი
  • სათამაშო მოედანი
  • პარკინგი

მდებარეობა

საპროექტო ტერიტორია დიდი დიღმის ცენტრალურ ნაწილში, პეტრე იბერის ქუჩაზე მდებარეობს. ადგილი მშვიდი და მყუდროა, რაც გასნაკუთრებულ ღირებულებას სძენს კომპლექს. არქი დიღომი გუდვილიდან ფეხით მხოლოდ 10 წუთის სავალ გზაზეა.
პროექტის განხორციელების პირველ ეტაპს წარმოადგენს A, B, C და D ბლოკი, რომელთა მშენებლობა უკვე დასრულებულია.