არქი ჯგუფი უპრეცედენტო საახალწლო აქციას იწყებს

არქი ჯგუფი უპრეცედენტო საახალწლო აქციას იწყებს

სიახლეები / 09/12/14

არქი ჯგუფმა მომხმარებელს საახალწლოდ წარმოუდგენელი სიურპრიზი მოუმზადა - ყველა მომხმარებელი, ვისაც სურვილი ექნება, შეძლებს ახალ წელს ახალი ბინით შეხვდეს!
2014 წლის 9 დეკემბრიდან 2015 წლის 20 იანვრამდე ახალი წლის პერიოდში მომხმარებელი არქი ჯგუფის ნებისმიერ პროექტში ბინის შეძენას ღირებულების მხოლოდ 3 %-ის წინასწარი გადახდით შეძლებს. თანხის დარჩენილი ნაწილის გადახდას კი 3 თვის შემდეგ დაიწყებს. შესაბამისად მომხმარებელი მხოლოდ 3%-ის გადახდით შეძლებს ბინის შეძენას და ექნება სამი თვე გადაწყვიტოს ერთიანად დაფარავს ბინის დარჩენილ ღირებულებას და მიიღებს დამატებით ფასდაკლებას თუ ისარგებლებს არქი ჯგუფის შიდა განვადებით.
არქი ჯგუფი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ნერგავს ევროპულ სტანდარტებს საქართველოს სამშენებლო ბაზარზე, ზრუნავს მაღალ ხარისხსა და ეკოლოგიურობაზე. გასათვალისწინებელია, რომ არქი ჯგუფის პროექტების მშენებლობა გერმანული ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკით იტონგით ხორციელდება. კომპანიის მთავარი ლოზუნგია: არქი ჯგუფი - შენი ევროპული სახლი!