Close Icon
Chat Box
Archi Logo
Phone Icon +995 322 602 602
დაგვიკავშირდით
Camera Icon

სიახლეები

09/12/2014
არქი ჯგუფი გამწვანების აქციაში ჩაერთო

დეველოპერულმა კომპანია "არქი ჯგუფმა" თბილისში გამწვანება-დასუფთავების აქცია გამართა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე, ალუდა გოგლიჩიძე და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი, ბიძინა გიორგობიანი დაესწრნენ.
"არქი ჯგუფის" თანამშრომლებმა თბილისის მერიის წარმომადგენლებთან ერთად კედარის, კიპარისის, სოჭისა და ლუგუსტრუმის 300-მდე ნერგი დარგეს. გამწვანების აქციის პირველი ეტაპი 24 ნოემბერს, არქი ჯგუფის ახალი მშენებლობის ტერიტორიაზე - თამარაშვილის ქ. #13-ში (ყოფილი იპოდრომის ცენტრალურ შესასვლელთან) გიამართა.
"არქი ჯგუფის" მთავარი პრიორიტეტები, მოსახლეობის ხარისხიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფასთან ერთად, გარემოზე, ქალაქის იერსახესა და გამწვანებაზე ზრუნვაა. ამ მხრივ, კომპანია ახალ პრეცედენტს ქმნის - ყოველი აშენებული 10 კვადრატული მეტრის სანაცვლოდ ქალაქში 1 ხე ირგვება. გასათვალისწინებელია, რომ არქი ჯგუფის პროექტები გერმანული ბრენდი Ytong- ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკით ხორციელდება.

არქი ჯგუფი გამწვანების აქციაში ჩაერთო
02/06/2015 არქი ჯგუფმა უპრეცედენტო აქცია დაიწყო 24/11/2014 არქი ჯგუფი ბინებს პირველადი შენატანის გარეშე გთავაზობთ!