არქი ჯგუფმა უპრეცედენტო აქცია დაიწყო

არქი ჯგუფმა უპრეცედენტო აქცია დაიწყო

სიახლეები / 02/06/15

არქი ჯგუფმა უპრეცედენტო კამპანია შეთავაზება დეველოპერულ ბაზარს- ყველა მომხმარებელი, ვისაც სურვილი ექნება, შეძლებს ახალი ბინა შეიძინოს!
10 წლიანი 10%-იანი განვადება - დღეიდან მომხმარებელი არქი ჯგუფის ნებისმიერ პროექტში ბინის შეძენას ღირებულების მხოლოდ 5%-ის წინასწარი გადახდით შეძლებს. თანხის დარჩენილი ნაწილის გადახდას კი 3 თვის შემდეგ დაიწყებს და შეძლებს ისარგებლოს არქი ჯგუფის ექსკლუზიური პირობით - 10 წლიანი 10%-იანი განვადებით.
„პირველ რიგში მასქიმალურად ვიაზრებთ იმ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც კომპანიას გააჩნია ჩვენი მომხმარებლის წინაშე და ვცდილობთ ჯეროვნად ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას, რაც დღეს არის ბაზარზე. სულ მცირე თანხის წინასწარი გადახდა, 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი და უპრეცედენტოდ დიდი დრო (10 წელი) განვადებისათვის, ჩვენი კლიენტებისთვის მნიშვნელოვანი წახალისებაა. გარდა ამისა, ამ აქციის პარალელურად შევინარჩუნეთ:
• მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასდაკლებები ერთიანი გადახდის შემთხვევაში,
• ბინის შეძენის შესაძლებლობა ლარში ფასის დაფიქსირებით;
• არსებული კლიენტებისათვის აქცია „მოიყვანე მეგობარი“ და სხვა.“ - აცხადებს ილია წულაია - არქი ჯგუფის გენარალური დირექტორი.
შეგახსენებთ, არქი ჯგუფი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ნერგავს ევროპულ სტანდარტებს საქართველოს სამშენებლო ბაზარზე, ზრუნავს მაღალ ხარისხსა და ეკოლოგიურობაზე. გასათვალისწინებელია, რომ არქი ჯგუფის პროექტების მშენებლობა გერმანული ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკით იტონგით ხორციელდება. კომპანიას აქვს არაერთი დასრულებული და 8 მიმდინარე მშენებლობა თბილისის მასშტაბით.
არქი ჯგუფი - შენი ევროპული სახლი!